საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე , ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე , ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა
საქართველოს წარმატების შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ, რომელიც 48 ქვეყანაში ჩატარდა.
NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით.
NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე:
1. მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ.
2. შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებები და ა.შ.
3. თანამშრომლობის ფორმატები – კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ.
4. შედეგები – პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ.
საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში როგორიცა, 1. კიბერუსაფართხოების პოლიტიკა; 2. პირადი მონაცემების დაცულობა და 3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი“ აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ს დედაქალაქ ტალინში დებარეობს.
Previous: საქართველო უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციები მიუღებელია და დაუშვებელია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე