საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა. ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა.
NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით.
NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე:
· მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ.
· შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებებიდაა.შ.
· თანამშრომლობის ფორმატები – კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ.
· შედეგები – პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ.
საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში როგორიცა, 1. კიბერუსაფართხოების პოლიტიკა; 2. პირადი მონაცემების დაცულობა და 3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი“ აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ს დედაქალაქ ტალინში მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ