საქართველომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელები არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი საქართველოში მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვიეს. უწყების ინფორმაციით, მოწვევა 12 თებერვალს გაიგზავნა.
“ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წელს, 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი პროპორციული არჩევნები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები