“საქართველომ აჩვენა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა”– ევროპარლამენტარი მარი ბიერე

“ოცნება” ანტი-ევროპულ ნარატივს ავრცელებს. ქვეყანამ სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარი ბიერე სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება.
ასევე, ევროპარლამენტარის თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან მიზანმიმართული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ავრცელებენ.
ერთი წლის წინ ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა დემოკრატიული ღირებულებების და ძლიერი ევროპული მისწრაფებების დასაცავად. მიუხედავად პოლიტიკური ძეწოლისა, დაშინებისა და მცდელობისა, რომ შეევიწროვებინათ მათთვის საჯარო სივრცე ბევრმა მათგანმა აჩვენა შესანიშნავი გამძლეობა. ევროკავშირმა და მათ შორის ამ პარლამენტმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. ჩვენი შეშფოთება შემდეგია: კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა და 2025 წლის მუნიციპალური – ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიზანმიმართულ დეზინფორმაციის და ანტი-ევროპული ნარატივის გამო რომელსაც ავრცელებენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები. საქართველომ გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ერევანში გაიმართა. საბჭომ გამოხატა პოზიცია რომ ეს ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ქმედებებს. საქართველომ აჩვენა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით, რა პირობითაც მიენიჭა მას კანდიდატის სტატუსი,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება