საქართველომ ადგილობრივი წარმოების სარბოლო ავტომობილი გამოუშვა

საქართველომ ადგილობრივი წარმოების სარბოლო ავტომობილი გამოუშვა
FIA-ს „ხელმისაწვდომი კროს-მანქანის“ პროექტი მსოფლიო მასშტაბით საავტომობილო სპორტში მონაწილეობის გაორმაგებას უწყობს ხელს და გვსურს მივულოცოთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ამ კვირაში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ადგილობრივი წარმოების კროს-მანქანის გამოშვება, – ინფორმაციას ამის შესახებ ავტომობილების საერთაშორისო ფედერაცია FIA ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სარბოლო ავტომობილი უნივერსიტეტში დამზადდება და ამავდროულად, ახალგაზრდებს საავტომობილო სპორტისა და ინჟინერიის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.
„FIA-ს სპორტის დეპარტამენტის მიერ შექმნილი „ხელმისაწვდომი კროს-მანქანის“ პროექტი საავტომობილო სპორტს საზოგადოებასთან აახლოებს და ამცირებს საავტომობილო სპორტში მონაწილეობის ბარიერებს – ჩვენ გვიხარია, რომ საქართველომ მიიღო ეს პროექტი და ხელს უწყობს საავტომობილო სპორტის ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გახდომას“, – წერია განცხადებაში.