„საქართველოზე ტრანზიტი ძვირი და არაკონკურენტუნარიანია“ – სომხეთი აზერბაიჯანს სახმელეთო გადაზიდვების დაწყებას სთავაზობს

„საქართველოზე ტრანზიტი ძვირი და არაკონკურენტუნარიანია“ – სომხეთი აზერბაიჯანს სახმელეთო გადაზიდვების დაწყებას სთავაზობს
სომხეთი აზერბაიჯანს ორ ქვეყანას შორის საზღვარზე სახმელეთო ტვირთის გადაზიდვების დაწყებას მას შემდეგ სთავაზობს, რაც „საქართველოს რკინიგზით“ ტრანზიტის შედარებით მაღალი და არაკონკურენტუნარიანი წინასწარი ფასი დასახელდა.“
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რასაც სომხურ მედია ავრცელებს.
„ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის კომპანია, მეორე მხარეს კი მარცვლეულის ან ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. ბუნებრივია, მათ უნდა მოილაპარაკონ და სატრანზიტო ფასებზე საუკეთესო ვარიანტი გამონახონ,“ – აცხადებს პაპოიანი.
ამ ფონზე, მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად საუკეთესო დროა.
„ამჟამად მეტად კარგი დროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად, რომ სომხეთის საზღვარზე რკინიგზით ჩასული ტვირთი იქიდან სატვირთო ავტომობილებზე მულტიმოდალური მეთოდით გადაიტვირთოს და სომხეთ-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით გადაიზიდოს. მჯერა, რომ არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ამას ხელს შეუშლის. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამისთვის ბიზნესიც მზად არის,“ – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
მანამდე საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების ტარიფებთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, ბიზნესი ტვირთის იმპორტ-ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს. ამასთან, მან რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის.
კერძოდ, ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იერასახიდან ნახიჩევანამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე, დასავლეთ სომხეთში მდებარე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ აღდგენას მოითხოვს. ასევე, ფაშინიანი რუსული მხარისგან აღმოსავლეთ სომხეთში მდებარე იჯევანიდან დასავლეთ აზერბაიჯანის ღაზახამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზეც აპირებს მოთხოვნის წაყენებას.
სომხეთის რკინიგზის სატრანსპორტო სისტემას ს რკინიგზის 100%-იან საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია, „სამხრეთკავკასიური რკინიგზა“ მართავს. ამას ს რკინიგზასა და სომხეთს შორის 2008 წელს დადებული კონცესიური ხელშეკრულება ითვალისწინებს.
ფაშინიანი ამბობს, რომ „თუ რუსულ მხარეს ამ სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენაზე სირთულეები შეექმნება და სამუშაოებს დროულად არ დაასრულებს, სომხეთმა შესაძლოა, ისინი რუსეთის კონცესიიდან ამოიღოს და სახელმწიფო სახსრებით აღადგინოს.“
www.bpn.ge