საქართველოზე აღშფოთებული შეშფოთების ფონზე, ამერიკაში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენენ მიგრაციული ომები

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს. როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში, ფაქტობრივად, ყველა მხრივ არასახარბიელო სიტუაციაა, -ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღშფოთებას და შეშფოთებას რატომღაც ისევ საქართველოს მიმართ გამოხატავს.
„საქართველოზე აღშფოთებული შეშფოთების ფონზე, ამერიკაში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენენ მიგრაციული ომები. ამჟამად ეპიცენტრი კოლორადოშია, სადაც დე ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებას ვენესუელური მაფია წარმოადგენს. ასე მაგალითად, შტატის სიდიდით მესამე ქალაქ ავრორაში ძალაუფლება მთლიანად გადასულია კრიმინალური სინდიკატის, „ტრენ დე არაგუას” ხელში.
ამ სინდიკატში შედიან ასობით ათასი ვენესუელელი არალეგალი მიგრანტები, რომლებიც წარმართავენ ნარკოვაჭრობისა და პროსტიტუციის სფეროებს. მათ წარმომადგენლებს დაუსწრებლად აქვთ წაყენებული ბრალი არა ერთ შტატში განხორციელებულ პოლიციელების მკვლელობაში. კოლორადოს შტატში კი ათასობით საცხოვრებელი სახლის squatting-ით (ანუ, ძალადობრივი შეჭრით) დაუფლება მათ „სავიზიტო ბარათს” წარმოადგენს.
ადგილობრივი პოლიციური დანაყოფები დიდი ხანია დანებდნენ ამ სინდიკატების წინაშე. თეთრმა სახლმაც კი ხელები აუწია მიგრაციულ კრიზისს, იმ დონემდეც კი, რომ ც ალაპარაკდა სამხრეთის საზღვარზე დამცავი კედლის აშენების აუცილებლობაზე. ამას დაემატა ახალი სკანდალი, რომ ქვეყანაში უკანონოდ შეღწეული ბოლო 7 მილიონი მიგრანტის რიგებში, სულ ცოტა, ოთხასი ადამიანი FBI-ს ტერორისტთა ბაზის „კლიენტებს” წარმოადგენენ, რომლებიც დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან აშშ-ის ტერიტორიაზე.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა და „ლოგიკურად”, ღრმა შეშფოთების რეჟიმში აგდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ოღონდ – საქართველოსთან დაკავშირებით. ხოლო ქვეყანაში მოსალოდნელი ფართომასშტაბური სამოქალაქო და კრიმინალური დაპირისპირების მოახლოებისთანავე, ეს შეშფოთება სულ უფრო გაიზრდება და წარიმართება „ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ” სიმღერის თანხლებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ