საქართველოდან, Halal Food-ის მიერ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ქათმის ხორცი უვარგისი აღმოჩნდა

საქართველოდან, Halal Food-ის მიერ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ქათმის ხორცი უვარგისი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საქართველოდან შეტანილ გაყინულ ქათმის ხორცის პარტიაში სალმონელა აღმოაჩინეს.
„სააგენტოს ლაბორატორიამ გამოიკვლია შპს Chirina-ს მიერ წარმოებული 5048 კგ მასის გაყინული ქათმის ხორცი, რომელიც ქვეყანაში Halal Food-ის მიერ იმპორტირდა. ტესტის შედეგების მიხედვით, პროდუქტის ნიმუშებში აღმოჩენილია სალმონელას ბაქტერია.
კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საშიში პროდუქტის საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანის ან განადგურების შესახებ,“ – აღნიშნულია სტატიაში.