საქართველოდან 2023 წელს $5,3 მლნ-ის ჩიფსების ექსპორტი განხორციელდა – Tridge-ის რეიტინგი

საქართველო ჩიფსების საექსპორტო ღირებულებით ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეულშია და მეოთხე ადგილს იკავებს. ამის შესახებ გლობალურ ანალიტიკურ სავაჭრო ცენტრ Tridge-ის რეიტინგში წერია, რომელიც მხოლოდ ამ დროისთვის გასაჯაროებულ მონაცემებს ეყრდნობა და მასში წამყვანი ექსპორტიორების 2023 წლის მაჩვენებლები არ შედის.
ამდენად, საქართველოდან 2023 წელს 5,3 მლნ დოლარის ღირებულების ჩიფსების ექსპორტი განხორციელდა, რაც გლობალურ ექსპორტში 0,25%-იან წილს შეადგენს.
შარშან, 2022 წელთან შედარებით, ექსპორტზე 13,43%-ით ნაკლები ჩიფსი გავიდა. 2022 წელს ექსპორტმა ფულადი თვალსაზრისით 6,18 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ ფულადი თალსაზრისით საქართველოდან ყველაზე მეტი ოდენობის ექსპორტი 2019 წელს დაფიქსირდა, რამაც 6,78 მლნ დოლარი შეადგინა.
გასული წლის თვეების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი ღირებულების, ანუ 794.31 ათასი დოლარის ჩიფსი მაისში გავიდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში საექსპორტო ოდენობამ 307.55 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებებს, ყველაზე მეტი ოდენობის, 2 მლნ დოლარის ჩიფსი საქართველოდან გასულ წელს რუსეთში გავიდა. შემდეგი 994,1 ათასით აზერბაიჯანი, ხოლო 992,9 ათასი დოლარით სომხეთია. უზბეკეთში საქართველომ 412 ათასი დოლარის ჩიფსი გაიტანა, ყირგიზეთში – 218,3 ათასი დოლარის, მოლდოვაში – 148,7 ათასი დოლარის, თურქმენეთში – 89,9 ათასი დოლარის, ტაჯიკეთში – 66,4 ათასი დოლარის, ში – 48,7 ათასი დოლარის, ხოლო ლიეტუვასა და პოლონეთში, შესაბამისად, 26,4 და 23,5 ათასი დოლარის. ყაზახეთში საქართველოდან 24,4 ათასი დოლარის, ხოლო მონღოლეთსა და საუდის არაბეთში, შესაბამისად, 18,5 და 18 ათასი დოლარის ჩიფსის იმპორტი განხორციელდა. მათ მოსდევს, სადაც საქართველომ 16,4 ათასი დოლარის ჩიფსი გაიტანა. -ში 8,4 ათასი დოლარის, გერმანიაში – 5,4, ლატვიაში 5 ათასი, ხოლო უნგრეთში 4,9 ათასი დოლარის ჩიფსი გავიდა.
ჩიფსების ყველაზე მაღალი საექსპორტო ღირებულებების მქონე ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ასეთია:
პოლონეთი – 1,98 მლრდ დოლარი (გლობალური ექსპორტის წილი 92,86%)
ფილიპინები – 72,2 მლნ (3.39%)
არგენტინა – 71,6 მლნ (3,36%)
საქართველო – 5,3 მლნ (0,25%)
ბარბადოსი – 1,6 მლნ (0,07%)
ანტიგუა და ბარბუდა – 736.9 ათასი (0,03%)
არუბა – 161,8 ათასი (0,01%)
გაიანა – 122,8 ათასი (0,01%)
ტოგო – 114,1 ათასი (0,01%)
გრენადა – 3,4 ათასი (0,01%)
ამ ქვეყნების მთლიანმა საექსპორტო ღირებულებამ 2023 წელს 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2022 წელს, უკვე სრულყოფილ მონაცემებზე დაყრდნობით, Tridge-ის ტოპ 10-ეული ასეთია:
სინგაპური – 6,8 მლრდ დოლარი
აშშ – 6,0 მლრდ
გერმანია – 4,7 მლრდ
ნიდერლანდები – 3,7 მლრდ
ჩინეთი – 2,9 მლრდ
საფრანგეთი – 1,9 მლრდ
იტალია – 1,8 მლრდ
პოლონეთი – 1,7 მლრდ
დიდი ბრიტანეთი – 1,5 მლრდ
კანადა – 1,4 მლრდ
მთლიანობაში, ამ ქვეყნებიდან ექსპორტზე 2022 წელს 48,1 მლრდ დოლარის ჩიფსი გავიდა.
წყარო: bpn.ge