საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ ცხვრის რეალიზებით 22.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში ექსპორტზე 7 338 ტონა ცხვარი გავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ცოცხალი ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 36.7 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად ექსპორტი 38%-ით შემცირდა.
2025 წლის 10 თვეში ცოცხალი ცხვრის ძირითადი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
1. აზერბაიჯანი – 14.6 მლნ დოლარი, 5 228.8 ტონა;
2. საუდის არაბეთი – 3.4 მლნ დოლარი, 756.4 ტონა;
3. ეგვიპტე – 1.3 მლნ დოლარი, 299.1 ტონა.




