საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 61.8%-ით შემცირდა

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 61.8%-ით შემცირდა
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 61.8%-ით შემცირდა იანვარში, რაც ფასების მკვეთრი კლებით აიხსნება, რამაც მწარმოებლებს უბიძგა შეემცირებინათ ექსპორტის მოცულობაც (-51.8% წ/წ). ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
2023 წლის იანვარში ფეროშენადნობების ექსპორტმა 51 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ თვეში კი 19 მლნ დოლარი.
„2024 წლის თებერვალში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 3.9%-ით, ხოლო ჩინურის 3.7%-ით შემცირდა. მიუხედავად თვიური კლებისა, ევროპული ფასი წლის დასაწყისიდან 9.3%-ითაა გაზრდილი. სამომავლო ფასის პროგნოზი ბუნდოვანია, რადგან რკინისა და ფოლადის ინდუსტრიებში დაბრკოლებები კვლავ არსებობს. თუმცა, წლის განმავლობაში კლებადი განაკვეთები გაზრდის მოთხოვნას უძრავი ქონებისა და ინდუსტრიული სექტორის მხრიდან“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ