საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
“საქართველოდან გაძევებულ იქნა – თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და ს – ჯამში 15 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება”,_ აცხადებს შინაგამ საქმეთა სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…