საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების 71 ათასი ავტომობილი გავიდა – რეექსპორტის მიმართულებები (bm.ge)

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების 71 ათასი ავტომობილი გავიდა. თანხობრივად ავტოექსპორტი 17%-ით, რაოდენობრივად კი 3 ათასი ავტომობილით არის გაზრდილი.
ამ მაჩვენებლით, ავტოექსპორტმა მთლიან ექსპორტში 39%-ის წილი დაიკავა.
2024 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების – 884 მილიონი დოლარის ავტომობილები რეექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $32 000 დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა ს მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და დან დილერები ავტომობილებს ს ფედერაციაში ყიდიან. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ყირგიზეთში არც ჩადის და ყირგიზი ავტოდილერები მათ გზიდანვე, რუსეთის ფედერაციაში ყიდიან.
მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 494 მილიონი დოლარით, სადაც ექსპორტი წელს 6%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე კი აზერბაიჯანია 156 მილიონი დოლარის ექსპორტით. ამ ქვეყანაში ექსპორტი 18%-ით შემცირდა. ასევე 52%-ით შემცირდა ავტოექსპორტი სომხეთშიც.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში ავტოექსპორტი ასე ნაწილდება: