საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ?

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვამ 169.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
წლის პირველ ნახევარში უკრაინიდან საქართველოში იმპორტი 17.5%-ით შემცირდა და 114.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი კი წლიურად 10.6%-ით გაიზარდა და 55 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
10 ძირითადი იმპორტირებული პროდუქტი შემდეგია:
· შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – $6 მლნ
· პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული – $5.6 მლნ
· ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – $4.9 მლნ
· კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას – $4.5 მლნ
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $3.7 მლნ
· საცობები, ხუფები და სახურავები – $3.4 მლნ
· ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები – $3.4 მლნ
· სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები – $3.2 მლნ
· საკონდიტრო ნაწარმი შაქრისგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს – $3.1 მლნ
· ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული – $2.9 მლნ.
საქართველოდან ში ექსპორტირებული 10 პროდუქტი შემდეგია:
· ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები – $12.2 მლნ
· მინერალური და მტკნარი წყლები – $9.5 მლნ
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $6.1 მლნ
· ფეროშენადნობები – $5.2 მლნ
· მსუბუქი ავტომობილები – $4.8 მლნ
· სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები – $2.4 მლნ
· ნარჩენები და ჯართი სპილენძისა – $2.3 მლნ
· წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $2.1 მლნ.