საქართველოდან ნიგერიის, ინდოეთის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების 85 მოქალაქე გავაძევეთ – შსს

საქართველოდან ნიგერიის, ინდოეთის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების 85 მოქალაქე გავაძევეთ –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა თებერვალში სხვადასხვა ქვეყნის 85 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა.
“უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოდან გაძევებულ იქნა – ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, ს, აზერბაიჯანის, იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ჩინეთის, სომხეთის, ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მიანმარის, ლიეტუვას, ს და კამერუნის – ჯამში 85 მოქალაქე” – წერია შსს-ს განცხადებაში