სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 15,542 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 10,831 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2021 წლის 10 თვეში – 6,649 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
უფრო კონკრეტულად:
· საბერძნეთი – 6,986 მლნ აშშ დოლარი
· შვეიცარია – 4,117 მლნ აშშ დოლარი
· არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,545 მლნ აშშ დოლარი
· სომხეთი – 913.6 ათასი აშშ დოლარი
· თურქეთი – 200.7 ათასი აშშ დოლარი
· უზბეკეთი – 196.4 ათასი აშშ დოლარი
· უკრაინა – 178.3 ათასი აშშ დოლარი
· აზერბაიჯანი – 158.9 ათასი აშშ დოლარი
· აზერბაიჯანი – 158.9 ათასი აშშ დოლარი
· ლიბია – 76.9 ათასი აშშ დოლარი
ექსპორტი ასევე განხორციელდა: იემენში, ლიეტუვაში, ერაყში, პოლონეთში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, ლიბანში, სერბეთსა და ჩეხეთში.