საქართველოდან მედიკამენტების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი გახდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 7,7 მილიონი დოლარის მედიკამენტები გავიდა.
შარშან იგივე თვეში ეს მაჩვენებელი 7,4 მილიონი იყო.
საქსტატის მონაცემებით, მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი აზერბაიჯანია, სადაც 2,9 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა.
მეორე ადგილზეა უზბეკეთი 2,7 მილიონი დოლარით, მესამეზე – 636 ათასი დოლარით.
გარდა ამ სამი ქვეყნისა, საქართველოდან მედიკამენტები შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე გავიდა:
სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, გაერთიანებული სამეფო.
გასული წლის იგივე თვეში მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი ყირგიზეთი იყო, აზერბაიჯანი მეორე, სომხეთი კი მესამე ადგილს იკავებდა.
jandacva.ge