საქართველოდან თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი გაორმაგდა და 11 თვეში $5.6 მლნ შეადგინა

საქართველოდან საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში ადგილობრივი ექსპორტით 5.6 მლნ დოლარის საფრენი აპარატების ნაწილები გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, რაც 2-ჯერ მეტია 2023 წლის 11 თვის მაჩვენებელზე.
საქართველოში დამზადებული საფრენი აპარატების ნაწილები ძირითადად -ში გაიყიდა. ოკეანეს გაღმა 4.134 მლნ დოლარის საფრენი აპარატის ნაწილების მიწოდება მოხდა. ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორის იყო ც. ამ ქვეყანაში 1.447 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
მთლიანობაში, რეექსპორტის ჩათვლით, საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტმა 2024 წლის 11 თვეში 8.5 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, საფრენი აპარატების ნაწილების რეექსპორტი 3.67 მლნ დოლარის ღირებულების იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს კომპანია “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)” . ამ ნაწილების უდიდესი ნაწილი Boeing-სთვის არის განკუთვნილი.