სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის II კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ დროის ამ მონაკვეთში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საერთო ჯამში ქვეყნის რეზიდენტი მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. ეს 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.5%-ით მეტია. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.1%, 31-50 წლის მოგზაურებზე მოდის.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564.3 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 7.1%-იანი ზრდაა.
დროსი ამ მონაკვეთში, ანუ მეორე კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. თურქეთში საქართველოდან 201.3 ათასი ვიზიოტია განხორციელებული, ხოლო 106.3 ათასი ვიზიტი რუსეთში.
