საქართველოდან ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 145.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.5 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 872.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.0 პროცენტია.