საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ დოლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები – 172.6 მლნ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები – 165.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები – 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 112.9 მლნ აშშ დოლარი.
სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 46.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და მოცვი – 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.