საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ჯამურ მოცულობაში ადგილობრივი საქონლის ექსპორტის წილი 45.6%-მდე შემცირდა

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ჯამურ მოცულობაში ადგილობრივი საქონლის ექსპორტის წილი 45.6%-მდე შემცირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ექსპორტის იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 მილიარდ 234 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 13.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 1 მილიარდ 473 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება.
6 თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი (310.6 მლნ. დოლარი), ჩინეთი (162.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (150.4 მლნ. აშშ დოლარი) არიან. ამასთან, რუსეთი, თურქეთის და უკრაინის ადგილობრივი ექსპორტი წლის პირველ ნახევარში შემცირებულია.
აღნიშნულ პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 174.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ადგილობრივად წარმოებული ღვინის, სპირტიანი სასმელებისა, ასევე ფეროშენადნობებისა და მაისურებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმის გაყიდვები შემცირებულია.