საქართველოდან გაზიანი შაქრიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა – რა ქვეყნებში ყიდულობენ ქართულ სასმელებს?

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოდან გაზიანი შაქრიანი სასმელების ექსპორტი 4.5 მილიონი დოლარით (14%-ით), 35.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სულ ექსპორტირებულია 44 ათასი ტონა სასმელი, რაც რეკორდს წარმოადგენს.
საექსპორტო ქვეყნებს შორის კვლავ ს ფედერაცია ლიდერობს, რაც მათ შორის რუსეთიდან გლობალური ბრენდების გასვლას უკავშირდება. ამის გამო რუსეთში სხვა ბრენდების, მათ შორის ქართული წარმოების გაზიანი სასმელებისა და ლიმონათების იმპორტი გაიზარდა.
2024 წლის პირველი 4 თვის მდგომარეობით გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა და ექსპორტის ცვლილება წინა წელთან შედარებით ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია – 19.7 მილიონი დოლარი, 23.3 ათასი ტონა, ზრდა 15%;
2) აზერბაიჯანი – 3.6 მილიონი დოლარი, 4.8 ათასი ტონა, ზრდა 4%;
3) ყაზახეთი – 3.2 მილიონი დოლარი, 4 ათასი ტონა, კლება 13%;
4) სომხეთი – 3 მილიონი დოლარი, 3.9 ათასი ტონა, კლება 19%;
5) უზბეკეთი – 1.6 მილიონი დოლარი, 2 ათასი ტონა, ზრდა 584%.
რაც შეეხება საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს, მისი მოცულობა 30%-ით, 51 მილიონ დოლარამდე (80 ათას ტონამდე) გაიზარდა. ექსპორტის ნახევარზე მეტი, $26 მილიონი დოლარის მინერალური და მტკნარი წყლები რუსეთში გავიდა.