საქართველოდან აძევებენ უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო () იუწყება, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც, უწყების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, ათმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის ბოლო ორ თვეში საქართველოდან 91 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გააძევა.
უწყების თანახმად, მათ შორის იყვნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, ს, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ს, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
მედიისთვის მიწოდებულ ცნობაში მიგრაციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ 91 მოქალაქიდან 25 იყო ისეთი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ.
დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, თუმცა დასძენს, რომ ათმა მათგანმა საქართველო უკვე დატოვა.
როგორც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იუწყება, 2024 წელს საერთო ჯამში 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, რაც წინა წელთან შედარებით 126%-ით მეტია.