საქართველოდან აშშ-ში ფეროშენადნობების ექსპორტი გაორმაგდა

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: (587.5 მლნ. დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ. აშშ დოლარი) და (407.2 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება აშშ-ს, ის 87 მლნ ლარის ექსპორტით მე-8 ადგილზეა.
2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით წელს, აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება გაორმაგდა. საქართველოდან აშშ-ს წლის პირველ 7 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ფეროშენადნობები გავიდა, რომელთა ღირებულება და მოცულობა თითქმის გაორმაგდა.