საქართველოდან აშშ-ში მოხდა მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი კაცის ექსტრადიცია

საქართველოდან -ში ექსტრადირებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კაცი. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა.
აშშ-ში ექსტრადირებულ კაცს ბრალად ედება ტეხასის შტატში არასრულწლოვანის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. გარდა ამისა, მას გამოძიება ედავება შვიდ ბრალდებას ლუიზიანის შტატში: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის შემთხვევას (5000$-დან 25000$-მდე).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ამ კაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია 3 ნოემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა, მასზე საერთაშორისო ძებნა კი 27 ივლისიდან გამოცხადდა.
პროკურატურა განმარტავს, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული კაცის საქართველოდან აშშ-ში ექსტრადიციას ითვალისწინებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული შეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ