საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა, იმპორტი კი 2-ჯერ გაიზარდა – რა ვიყიდეთ და გავყიდეთ

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. დოლარი), (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი).
იანვარ-ოქტომბერში აშშ-ს წილი საქართველოს ექსპორტში 1.5%-ია (74 505.7 ათასი აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 12.5%-ი (1 591 106.2 ათასი აშშ დოლარი).
წლიურად საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა (2022 წლის 10 თვეში 258 756.1 ათასი დოლარი იყო), იმპორტი კი 2-ჯერ გაიზარდა (2022 წლის 10 თვეში 790 739.4 ათასი დოლარი იყო)
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც აშშ-ში გადის:
· ფეროშენადნობები – $51 790.4 ათასი – 41 024.3 ტონა;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $4 215.5 ათასი – 680.3 ტონა,
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $2 456.9 ათასი – 1 785.3 ტონა,
· სპირტიანი სასმელები – $1 847.1 ათასი – 442.7 ტონა,
· სატრანსპორტო საშუალებების ნაწილები და მოწყობილობები – $1 366.9 ათასი – 101.1 ტონა,
· დანარჩენი საქონელი – სულ – $12 828.9 ათასი.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც აშშ-დან შემოგვაქვს:
· მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $1 497 585.7 ათასი – 120 108 ცალი,
· ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა – $6 108.3 ათასი – 414.8 ტონა,
· კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – $5 241.2 ათასი – 88.7 ტონა,
· თხილი და სხვა კაკალი – $5 539.5 ათასი – 1 918.3 ტონა,
· პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა – $3 663.1 ათასი – 4 309.5 ტონა,
· დანარჩენი საქონელი–სულ – 72 968.5 ათასი.