საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი, მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკუშა კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ლომინაძის თქმით, კაციას პირადი ჩხრეკა ქუჩაში ჩაუტარდა, მას დაკავებულმა განუმარტა, რომ პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.
ლომინაძის განმარტებით, ნიკუშა კაცია იმ დღეს აქციაზე უნდა წასულიყო. მას ჟურნალისტმა დაკავების შემდეგ უთხრა, რომ სამართალდამცავები გზაში არა ნარკოტიკებზე, არამედ იმაზე ესაუბრებოდნენ, რომ „ის აქციებზე დადიოდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი