საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს – სასამართლო პროცესს სალომე ზურაბიშვილი ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი .
დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ამასთან, ბრალდებული მათე დევიძე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.
სასამართლოს როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე, დიდი ოდენობით არიან სამართალდამცავები მობილიზებული.
მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს – ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია