საქალაქო სასამართლოში ევაკუაციაა – შეწყვეტილია ყველა პროცესი

საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა –  როგორც “ტვ პირველის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში, სასამართლოში ყველა პროცესი შეწყვიტეს და ხალხს შენობის დაცლისკენ მოუწოდებენ. ხალხი გაიყვანეს ეზოდანაც.

განგაში სასამართლოში მოულოდენელად გამოცხადდა. როგორც ადგილზე “პირველებს” ეუბნებიან, სასამართლოში სავარაუდოდ, ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინებაა შესული და სუსის ანტიტერორისტული სააგენტოს თანამშრომლებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინაც გამოცხადდა განგაში, მაშინაც და დღესაც სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობდა.

მაშინ უძლაურის ადვოკატმა ვერ გამორიცხა, რომ რომ სასამართლოში სავარაუდო ბომბის არსებობაზე შეტყობინება ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია – „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული წესწყობილების მტერია

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა