საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე გიორგი კანდელაკი და მივიდნენ (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან გამოკითხვების სერია იწყება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენების მისაცემად თავდაცვის ყოფილი მინისტრი  და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი არიან დაბარებულები.

საქმე გამოძიებას ეხება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“ გულისხმობს.

„სოვლაბის“ პროექტის მენეჯერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში მისი დაბარება გაუგებარია. მისი თქმით, საუბარია კვლევაზე, რომელიც -ის ჰადსონის ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრებაა და მასში მოყვანილი ინფორმაცია საჯაროდ ცნობილ ფაქტებს ეყრდნობა.

კანდელაკის განცხადებით, კვლევა ეხება უსაფრთხოების რისკებსა და რეგიონში არსებულ საფრთხეებს და, მისი შეფასებით, მსგავსი კვლევები ვერ შეიძლება ჩაითვალოს მტრულ საქმიანობაში დახმარებად. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო იმ მოვლენებით უნდა ინტერესდებოდეს, რომლებიც, მისი თქმით, რეალურ საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ქვეყნისთვის.

გაკვირვებული ვარ ამ დაბარებების გაო, ჩემი დაბარების გამოც, იმიტომ, რომ რაც წერია იმ კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ეს არის, პირველ რიგში, ჰადსონის ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრება, კვლევა. ჰქდსონის ინსტიტუტი არის წამყვანი კონსერვატორიული კვლევითი ინსტიტუტი -ში, ადმინისტრაციასთან საკმაოდ დაახლოებული, ყველაფერი არის საჯაროდ ცნობილი. არფაერი არ წერია იქ, არც სხვა კვლევებში, თინა ხიდაშელის კვლევებში ან რა საჯარო განცხადებებიც გაკეთდა სხვა ადამიანების მხრიდან, გივი თარგამაძის მხრიდან, ან გუბაზ სანიკიძის, არაფერი თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის.

აი, მაგალითად, გუშინ რომ რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე ირანის საელჩოს წინ ყვიროდა, რომ ხამენეი მზად ვართ შენი ბრძანებების შესასრულებლადო, ეს რა არის? ეს საფრთხე არ არის? ან ალ მუსტაფას უნივერსიტეტი რომ დასანქცირებულია, რატომაა დასანქცირებული? ეს ცნობილი არ არის? ან ჰასანას რაღაც ხსოვნის კონფერენციები რომ იმართება მარნეულში, ყველაფერი საჯაროდ არის ცნობილი. საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც უბრალოდ არის ისედაც ცნობილი ამბების და ფაქტების აღნუსხვა.

ტერორისტების ხოტბა-დიდება და მაგალითებად დასახვა ახალგაზრდებისთვის, მაგალითად, როცა იქ იმართება რაღაცა ღონისძებები და კონფრენეციები და ახალგაზრდებს, ბავშვებს მათ შორის, ეუბნებიან, რომ ყასემ სოლეიმანი არის მისაბაძი ადამიანი, როდესაც ასეულობით ამერიკელი ჰყავს მოკლულ. იმ ახალგაზრდის ტვინში რაღაც რომ გადაბრუნდეს, მერე სად მივდივართ? ეს არის საფრთხე საქართველოსთვის.

აი, გუშინ რომ ყვიროდნენ “ხამენეი მზად ვართ შენი ბრძანებების შესასრულებლადო”, მაგით უნდა ინტერესდებოდეს სუსი და არ ცდებოდეს ჩემზე, – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

სასამართლოში უკვე მივიდა თავდაცვის ექს მინისტრი თინა ხიდაშელიც. არც მას და არც გიორგი კანდელაკს ადვოკატი თან ახლავს. ისინი ამბობენ, რომ არავის დაცვას არ საჭიროებენ და მზად არიან, გამომძიებლებს კითხვებს ამომწურავად თავად უპასუხონ.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე გუშინ სასამართლოში გამოიკითხა. გამოკითხვაზე დაბარებულია გივი თარგამაძეც, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში