საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე IDF-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.
როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას 4 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, ბრალი უსამართლოა.
“ზოგადად, ეს არის სისტემური დაშინების მცდელობა შსს-სგან და ამ რეჟიმისგან, მაგრამ ამით იმ ხალხს, ვინც აპროტესტებს რეჟიმის უკანონობას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ნამდვილად ვერ დაგვაშინებენ. ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფაბრიკაცია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომელსაც სისტემური სახე აქვს”, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება