საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ს მხარდამჭერები იმყოფებიან. სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი, 12 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, სხდომას მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთვება დისტანციურად “ვივა მედიდან” და განცხადებას გააკეთებს.
საქალაქო სასამართლოს ეზოში მცირე ხმაურიც იყო. მანდატურის სამსახური იქ შეკრებილებს ხმის გამაძლიერებლების შეტანის უფლებას არ აძლევდა, თუმცა მოგვიანებით, აპარატურა ტერიტორიაზე მაინც დაუშვეს.