საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს ჯამში 9 500 ლარის ჯარიმა დააკისრა

დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახალი ს მოთხოვნით გამართული აქციების მონაწილეებს ჯამში 9 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ილია სეთური, ლუკა ბერაია, ნინო ჭილაშვილი, დავით ცინცაბაძე, ქეთევან დაუდიშვილი. მათ ედავებოდა შეკრება-მანიფესტაციის კანონის დარღვევას, რაც გზის გადაკეტვაში გამოიხატა.
მოსამართლეებმა ერთად განიხილეს 10 ნოემბრისა და 17 ნოემბრის აქციებზე -ს მიერ სასამართლოში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები.
5 000 ლარით დააჯარიმეს ილია ღლონტი, ფეისბუკის ჯგუფ “დაიტოვეს” თანადამფუძნებელი და ორგანიზატორი 10 ნოემბრის საპროტესტო მარშისა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მტკვრის სანაპიროები გადაკეტეს.
2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს ვანო გომურაშვილს, 16 ნოემბერს ს სხდომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებისთვის. ამ დღეს ს შემაჯამებელი ოქმი მიიღო.
10 და 17 ნოემბრის აქციების მონაწილეთა მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვა ხვალ, 28 ნოემბერს, გაგრძელდება.