საფრანგეთში Carrefour-ის მაღაზიებში PepsiCo-ს პროდუქცია აღარ გაიყიდება

საფრანგეთში, Carrefour-ის მაღაზიებში PepsiCo-ს პროდუქცია აღარ გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი, PepsiCo-ს პროდუქციაზე – Pepsi-ზე, Lay’s-ზე, crisps-სა და 7up-ზე მკვეთრად გაზრდილი ფასებია.
„ხუთშაბათიდან, საფრანგეთში Carrefour-ის მაღაზიებში PepsiCo-ს (PEP.O) პროდუქციის თაროებს ჩანაწერი დაერთვება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ “ჩვენ აღარ ვყიდით ამ ბრენდს, მიუღებელი ფასის ზრდის გამო “, – ნათქვამია Carrefour-ის განცხადებაში.
Carrefour საცალო სადისტრიბუციო ჯგუფია, რომელიც ევროპაში, ლათინური ამერიკასა და აზიაში მუშაობს. ჯგუფი 12-ზე მეტ მაღაზიასა და მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, ელექტრონული კომერციის საიტებზეა წარმოდგენილი.