საფრანგეთში ხანძრის შემდეგ ნოტრ-დამის ხელახლა გახსნის აღსანიშნავად სამახსოვრო მონეტა გამოუშვეს

პარიზის ზარაფხანამ ნოტრ-დამის ტაძრის რესტავრაციის დასრულებისა და მისი ხელახლა გახსნის აღსანიშნავად 2 ევროს ნომინალის სამახსოვრო მონეტების გამოშვება დაიწყო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მონეტებზე გამოსახულია ნოტრ-დამის ორი კოშკი, ტაძრის ვიტრაჟის გამოსახულებით და წარწერებით „RF 2025“ („გამოცემა 2025“) და „Notre-Dame de Paris“. ისინი შექმნილია პარიზის ზარაფხანის მთავარი გრავიორის ხოაკინ ხიმენესის მიერ.
ეს სამახსოვრო მონეტები თანდათანობით გამოვა მიმოქცევაში, ტირაჟი 20 მილიონი ეგზემპლარს შეადგენს.
მონეტების ფასი მათი ნომინალური ღირებულების შესაბამისი – 2 ევრო იქნება.