საფრანგეთში ქართველი მწერლების ეკა ქევანიშვილის და გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულების პრეზენტაცია გაიმართა

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ფრანგული გამომცემლობა “Les carnets du dessert de lune”-ის მიერ გამოცემული ქართველი მწერლების ეკა ქევანიშვილის “ღარიბების ტრანსპორტი”-სა და გიორგი ლობჟანიძის “არაბულის მასწავლებელი”-ს პოეტური კრებულების პრეზენტაცია, ავტორებისა და მთარგმნელების მაია ქაცანაშვილისა და ბაჩანა ჩაბრაძის მონაწილეობით გაიმართა.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა მთარგმნელ ბაჩანა ჩაბრაძეს ‘’რენესანს ფრანსეზის’’ ფრანგული კულტურის გავრცელების საქმეში წვლილისთვის ოქროს მედალი გადასცა.