საფრანგეთში ტყის ხანძარმა 1 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა

საფრანგეთის სამხრეთით, ესპანეთთან საზღვართან ახლოს, ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელმაც 1 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ოდის დეპარტამენტში ორშაბათს შუადღისას გაჩნდა.
ხანძრის ჩაქრობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან 1 000-ზე მეტი მეხანძრე და 300 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
ხანძრის გამო რამდენიმე მიმდებარე გზა გადაიკეტა. მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ევაკუაცია მოსალოდნელი არ არის, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა დროებითი თავშესაფრები, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ღამით იქ 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა.
ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, რათა თავიდან აიცილონ საფრთხე და მეხანძრეებს ხელი არ შეუშალონ მუშაობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო

რუმინეთის პრეზიდენტი – რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე დრონი ჩამოაგდეს – დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას