საფრანგეთში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მიგრანტი

საფრანგეთის ქალაქ დუნკერკის მახლობლად მდებარე ლოონ-პლაჟში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი და ორი მიგრანტია.
ფრანგული მედიის ცნობით, 22 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ ხელისუფლებას ჩაბარდა და განაცხადა, რომ იყო თავდამსხმელი და რომ იმავე დღესვე მეხუთე ადამიანი ახლომდებარე ქალაქში მოკლა.
ფრანგული მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს მამაკაცის ავტომობილში კიდევ სამი იარაღი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის