საფრანგეთში, 2025 წლის იანვრიდან, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას სმარტფონების კარადაში დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ნიკოლ ბელუბმა განაცხადა, იუწყება „ევროპესიკაია პრავდა“ Le Point-ზე დაყრდნობით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან მობილური ტელეფონების შემოტანის აკრძალვის ექსპერიმენტი 200-მდე სკოლაში დაინერგება, 2025 წლის იანვრიდან კი შესაძლებელი იქნება ამ „ციფრული შესვენების“ გაგრძელება.