საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საფრანგეთის ქალაქ ლილში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გადადების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოში მიმდინარე აქციებსაც, დაგმეს მომიტინგეების მიმართ ძალადობა და დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს.
ქართველები ლილის ცენტრში საქართველოს დროშებითა და პლაკატებით შეიკრიბნენ. “საქართველო ევროპაა“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან