საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობისთვის დააკავეს

საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე, ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Journal du Dimanche წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსი პოეტის ნაწარმოებები ბოლო დროს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.
დაკავებულია 24, 26 და 44 წლის ერთი კაცი და ორი ქალი.
ისინი პარიზის გარეუბანში, ნანტერში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში იმყოფებიან.
იუწყებიან, რომ პირველი ქურდობა ივლისში ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და ადგილიდან თანამზრახველის ავტომობილით მიიმალა.
გამოცემის თანახმად, საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება