საფრანგეთის პოლიციამ მოკლა შეიარაღებული პირი, რომელმაც დღეს, 17 მაისს, ქალაქ რუანში მდებარე სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა და პოლიციელს დანით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა პროკურორმა განაცხადა.
ხანძრის შედეგად სინაგოგა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
“შეიარაღებული პირი როგორღაც სინაგოგაზე აცოცდა და მოლოტოვის კოქტეილის მსგავსი ნივთი მთავარ სალოცავში შეაგდო”. – თქვა ქალაქის მერმა ნიკოლა მაიერ-როსინიოლმა.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ანტისემიტური შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
