საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი კვირას დააპატიმრეს. მას 23 ივლისს ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
გამოძიება სწავლობს საფრანგეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით უცხოური ძალისთვის სადაზვევრო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხს. გამოძიება მიიჩნევს, რომ სავარაუდო გეგმა არ ითვალისწინებდა ტერორისტული თავდასხმის მოწყობას. გამოძიებას კონტრდაზვერვის სპეციალისტები აწარმოებენ.
ვრცლად პირველი არხი