საფრანგეთში ორი საბრძოლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

საფრანგეთში ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მიმდინარეობს პილოტების სამძებრო სამუშაოები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავიაკატასტროფა შუადღისას მოხდა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ამავე ცნობით, ერთი პილოტი გადარჩა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა.

„სენტ-დიზიეს საჰაერო ბაზაზე (Haute-Marne)  ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა“, – განაცხადა საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის