“საფრანგეთში ზამთარში შუქის და გაზის თანხა რომ არ გადაიხადო, ვერავინ მოვა ჩასაჭრელად” – ფოფხაძე

ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, როცა ვერავინ, ვერასოდეს ვერ გაბედავს, ადამიანის სახლიდან გამოსახლებას.. საფრანგეთში არის ასეთი სისტემა. ეგ კი არა და მთელი ზამთარი შუქის და გაზის თანხა რომ არ გადაიხადო, ვერც ერთი უწყება ვერ მოვა ჩასაჭრელად.. თუ ევროპა გვინდა და დემოკრატია, მაშინ ასეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, თუ არა და ვივლით ისევ წრეზე და ვივიშვიშებთ. მივალთ, გავაპროტესტებთ, ჩვენი პროტესტი დარჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა, ხოლო ბანკები და მევახშეები ისევ ისე “იგულავებენ” გასაცოდავებული ხალხის ხარჯზე, როგორც ახლა გუგუნებენ..
სირცხვილი ხელისუფლებას კი არა და სირცხვილი ჩვენ. ამდენ უტიფრობას რომ ვუტარებთ.

ასევე დაგაინტერესებთ