საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ფრანგული მედია წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, 12:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 25,90% შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი 7,47%-ით მეტია 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით და 6,09%-ით მეტია 3 კვირის წინ ევროპარლამენტის არჩევნებთან შედარებით.
საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.