მეშვიდე ტურში, სახლში “ოსერთან” მოგებულ მატჩში (3:1), “სენტ-ეტიენის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისი პირველი გოლი კი ლიგა 1-ში ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს.
დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის გასულ თვეში საფრანგეთის ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.
