საფრანგეთში ბიბლიოთეკებში საძილე კაფსულები განთავსდება

ლილის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დამონტაჟდა კაფსულის საწოლები, რომლებშიც დაღლილ სტუდენტებს შეუძლიათ დაიძინონ. ბევრი მათგანი დიდხანს ანდომებს სწავლას და ხშირად ვერ პოულობს ძილის დროს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზოანოა, იწვევს სტრესს, ფსიქოლოგიურ გადაღლას.
ფუტურისტული დიზაინის კაფსულები აღჭურვილია საკეტით, რათა ვერავინ შეაწუხოს მძინარე სტუდენტი.
ამ დასვენებისთვის დრო შეზღუდული არ არის, თუმცა სტუდენტებს ურჩევენ, არ გაატარონ ძალიან დიდი დრო კაფსულებში. კაფსულაში აკრძალულია ჭამა და დალევა.
სხვათა შორის, შვედეთში აპირებენ გამოიკვლიონ, როგორ მოქმედებს დილით გვიან გაღვიძება სკოლის მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
ექსპერიმენტში მონაწილეობას ქალაქ ბოროსის ერთ-ერთი სკოლის მე-8 და მე-9 კლასის 250-მდე მოსწავლე მიიღებს. სექტემბრიდან ისინი 8:00 საათის ნაცვლად, 9:00 საათზე დაიწყებენ გაკვეთილებზე მოსვლას. სპეციალისტები პერიოდულად ჩაატარებენ გამოკითხვებს სკოლის მოსწავლეებს შორის და ასევე ჩაატარებენ სიღრმისეულ ინტერვიუებს. თავიანთი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება მასწავლებლებსაც და მოსწავლეთა მშობლებსაც.
მსგავსი კვლევები ბოროსის სხვა სკოლაშიც ჩატარდება. თუმცა იქ სწავლის განრიგი უცვლელი დარჩება. შედარება მოხდება ორივე სკოლიდან მიღებული შედეგები.
მეცნიერები ამბობენ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ შვედ მოსწავლეს აწუხებს ფსიქიკური დაავადებები, რაც სასკოლო გაკვეთილების გაცდენას და ცუდ შეფასებებს იწვევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწავლის განრიგის შეცვლა დაეხმარება სიტუაციის შეცვლაში. ისინი ელიან, რომ სხვა სკოლებიც შეუერთდებიან ექსპერიმენტს.
სხვათა შორის, ფინეთის სამ ქალაქში საშუალო სკოლის გაკვეთილები ახლა ჩვეულებრივზე 15-60 წუთის გვიანებით იწყება.