საფრანგეთში არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო ს პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” 34%-ით ლიდერობს. ამავე შედეგების მიხედვით, მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების მხოლოდ 20,3% მოიპოვა, პრეზიდენტმა მოუწოდა ამომრჩევლებს დაბლოკონ უკიდურესი მემარჯვენეები გადამწყვეტ მეორე ტურში. პრემიერმინისტრმა, გაბრეილ ატალმა კვირას განაცხადა, რომ არც ერთი ხმა არ უნდა მიენიჭოს ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანებას” მომავალ კვირას მეორე ტურის დროს.
პარალელურად, არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით ადამიანი კვირას პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრაციები ასევე გაიმართა სხვა ქალაქებში, მათ შორის სტრასბურგში, ლიონში, ნანტში და ლილში.
მომიტინგეების ნაწილი სკანდირებდა “ფაშისტებო, წადით!”. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში ცეცხლი დაანთო, დაწვეს ინფრასტრუქტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს